Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ ჯეკოზე საუბარს არ ვაპირებ“

პაულო ფონსეკამ ვერონასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, თუმცა ედინ ჯეკოს შესახებ საუბარი კვლავ არ ისურვა.

ინტერი და რომა ჯეკო-სანჩესის ბარტერზე მუშაობდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ მოახერხეს.

„თქვენი ინტერესი სრულებით ნორმალურია, თუმცა ახლა ამ თემაზე საუბარი არ მსურს. დარჩება თუ არა ის გუნდში უახლოეს დღეებში თავად ნახავთ.

„გამოიწვია თუ არა ჯეკოს სიტუაციამ გუნდის დესტაბილიზაცია ? სპეციას წინააღმდეგ მატჩში გამოჩნდა, რომ გუნდი ჩვეულ დონეზეა კონცენტრირებული და გამარჯვებას მოწყურებული.

„ახლა ამ ტემებზე ან გუნდის კაპიტანზე ლაპარაკის დრო არ არის. ჩვენ ვერონას წინააღმდეგ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება და სხვა თემებს ყურადღების გაფანტვის საშუალება ა რუნდა მივცეთ. ივან იურიჩი შესანიშნავი მწვრთნელია და მისი გუნდი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ ხვალ რთული შეხვედრა გველოდება.“

ჯეკოს არყოფნაში ბორხა მაიორალზე უფრო დიდი ზეწოლა იქნება.

„მაიორალი ძალიან კარგ ფორმაშია, ის გუნდისთვის თამაშობს და მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს. მისი იტალიური კარიერა ახლახანს დაიწყო და მარტივი არ არის, რომ სადებიუტო სეზონში ასეთი კარგი სტატისტიკა დადო.

„ელ შაარავი კი ნამდვილად კარგი ტრანსფერია და მისი მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი გუნდს აუცილებლად გამოადგება. მას რომაში დაბრუნება სურდა და ეს მწვრთნელისთვის ძალიან კარგი სიგნალია.“