Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ ჯეკო და იბანესი გვიბრუნდებიან“

პაულო ფონსეკამ შახტართან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ეს გამოწვევებით სავსე მატჩი იქნება, რადგან შახტარი დიდებული გუნდია. მათ მიმდინარე სეზონში მანჩესტერი 2-ჯერ დაამარცხეს და ინტერთან 2 ფრეს მიაღწიეს.

„ისინი ძალიან სახიფათოები არიან, შესაძლოა ევროპაში საუკეთესო კონტრ-შეტევაც კი აქვთ. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მოედანზე 100 პროცენტით დავიხარჯოთ.

„ჩვენ შახტარის ტაქტიკა კარგად შევისწავლეთ. მე ამ გუნდის ფეხბურთელებს და მათ მახასიათებლებს კარგად ვიცნობ და რომა ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად არის.

„ტრავმირებულებს რაც შეეხება, დღეს ჯეკო და იბანესი გუნდურ ვარჯიშს დაუბრუნდნენ და ისინი მზად არიან.

„ბოლო პერიოდში რომას დაცვა უბრო სოლიდური და სტაბილური გახდა, რაც არა მხოლოდ დაცვის, არამედ მთელი გუნდის დამსახურებაა. ჩვენ ბურთს ისე ხშირად აღარ ვკარგავთ, რაც მეტოქეს ნაკლები სახიფათო მომენტის შექმნის საშუალებას აძლევს.“

იტალიაში მაყურებლები კორონა ვირუსის გამო არ დაიშვებიან, თუმცა უკრაინაში მათ თამაშზე დასწრების საშუალება აქვთ.

„მე მატჩებზე მაყურებლების ყოფნა მომწონს, იქნება ეს სახლში თუ გასვლითი მატჩი. თუ ხვალ სტადიონზე გულშემატკივრები იქნებიან, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ფეხბურთი მაყურებლებთან ერთად ბევრად კარგი სანახავია.“