Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ ჯეკო ვერონაში ჩვენთან ერთად მოდის“

რომას მთავარმა მწვრთნელმა ვერონასთნა გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ედინ ჯეკო მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

„ვის დავაყენებ თავდასხმაში ხვალ ჯერჯერობით არ ვიცი, თუმცა ჯეკო ვერონაში ჩვენთან ერთად იქნება. კუმბულამ გუნდთან ერთად მხოლოდ 2 ვარჯიშის ჩატარება მოასწრო, ამიტომ ის ჯერ მზად არ არის.

„მარაში ძალიან ახალგაზრდა და ჭკვიანი ბიჭია, რომელიც რომას პროექტის ნაწილი გახდება. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, თუმცა ბალანსის დაცვა და გამოცდილი მოთამაშეების ყოლაც საჭიროა.

„კარსდორპის შესაძლო ტრანსფერი? ის ხვალ მოედანზე იქნება და იმედი მაქვს, რომ ჩვენთან დარჩება. მან ბოლო კვირეებში კარგად იმუშავა და სათამაშოდ მზად არის.

„ჯეკოს იუვეში შესაძლო ტრანსფერი? ის ახლა ჩვენთან ერთად არის და ხვალ დაგვეხმარება, მე მეტის თქმა ამ თემაზე არ შემიძლია.

„სმოლინგთან ხშირი კონტაქტი მაქვს და ჩვენ მის დაბრუნებაზე ვმუშაობთ. მე მას გუშინ ვესაუბრე და კრისს რომაში დაბრუნება უნდა. იმედი მაქვს, რომ ეს ამბავი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

„რა ვისწავლე იტალიურ ფეხბურთში ? სხვა ჩემპიონატებში ატალანტას და ვერონას მსგავსი გუნდები ნაკლებია. სერია ა-ში მარტივი თამაში არ არსებობს და ყველა მოწინააღმდეგეს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე.

„გასულ სეზონში ჩვენ ვერონასთან ორი კარგი მატჩი ჩავატარეთ და გამარჯვებასაც მივაღწიეთ, იმედი მაქვს, რომ 3 ქულის მოპოვებას ხვალაც მოვახერხებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.