Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ ჯეკო ნაპოლისთან ძირითადში იქნება“

პაულო ფონსეკამ ნაპოლისთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 23:45 საათზე დაიწყება, პრესკონფერენცია გამართა.

„ჯეკო მზად არის და ის სასტარტოში იქნება. მანჩინიმ და იბანესმა დღეს ივარჯიშეს და არის შანსი, რომ თამაშში მონაწილეობა მათაც მიიღონ. მხითარიანს და პედროს დასვენება არ სჭირდებათ, ისინი ძალიან დიდი ენთუზიაზმით თამაშობენ, რაც ასეთი პროფესიონალებისგან გასაკვირი არ არის.

„სკუდეტო ? ამ თემაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იუვენტუსი და ინტერი ტიტულისთვის სეზონის ბოლო ტურამდე იბრძოლებენ და ფავორიტები სწორედ ისინი არიან.

„შემდეგ მოდის სხვა რამდენიმე გუნდი, რომლებსაც ამ ორთან ახლოს მისვლა და შეუძლიათ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ჩვენ მილანი და იუვე ვერ დავამარცხეთ, თუმცა მათ წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ და ხვალაც იგივე განწყობით და შემართებით გავალთ მოედანზე.

„მას შემდეგ, რაც ნაპოლისთან ბოლო შეხვედრა გავმართეთ, რომა ძალიან განვითარდა და ახლა ჩვენს შესაძლებლობებში ბევრად მეტი რწმენა გვაქვს.

„მე ნაპოლის ყველა თამაშს ვუყურე, ისინი ძალიან ძლიერები არიან და თითოეულ მომენტში უდიდესი მონდომებით თამაშობენ. მე რთულ შეხვედრას ველოდები, რადგან მაშინაც კი, როდესაც მათ მარცხი განიცადეს, ამას არ იმსახურებდნენ.“