Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონტანა:“ ანტონიო კონტე სეზონის ბოლოს ინტერს დატოვებს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანჩესკო ფონტანამ Gazzetta dello Sport-თან საუბრისას განაცხადა, რომ ანტონიო კონტე სეზონის ბოლოს ინტერს დატოვებს.

„კონტეს მომავალი ინტერში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ ვინ იქნება ინტერის მფლობელი მომდევნო სეზონში, მაგრამ ჩემი აზრით, ანტონიო კონტემ სკუდეტო რომც მოიგოს, ის სეზონის ბოლოს ინტერს დატოვებს.

„რა სიტუაციაა ინტერის გაყიდვასთან დაკავშირებით ? Suning-სა და BC Partners-ს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ამ ეტაპზე მათ შეთანხმება მიღწეული არ აქვთ, თუმცა სიტუაცია შესაძლოა ძალიან მალე შეიცვალოს.

„ინტერში არსებული სიტუაცია გუნდის შემადგენლობაზე დიდ გავლენას ახდენს. ნერაძური ლაუტაროსთან, დ’ამბროზიოსთან და ბასტონისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავდა, თუმცა ახლა ყველანაირი მოლაპარაკება შეჩერებულია და ყველა სცენარის განვითარებას ელოდება…“