Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფრაბოტას მსურველების რიგი უდგას…

იუვენტუსის მარცხენა მცველი ჯანლუკა ფრაბოტა დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულის ბოლომდე დატოვებს და ის მსურველების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით ჯენოა, ატალანტა, ვერონა და თურქული ტრაბზონსოპი ინტერესდებიან.

იტალიელი ფეხბურთელი ბიანკონერის 23-წლამდელთა გუნდის წევრი გახლდათ, რომელიც ანდრეა პირლომ დააწინაურა და 17 მატჩში 1 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, მაგრამ ის მაქს ალეგრის გეგმებში არ შედის.