Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფრაბოტას ტრანსფერი ატალანტაში ჩაიშალა

ბოლო დღეებში იუვენტუსის მარცხენა მცველის ჯანლუკა ფრაფოტას ატალანტაში ტრანსფერის შესახებ არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაწერა, თუმცა როგორც ჩანს მხარეები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ და ბერგამოელები მის ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ატალანტა ბოლო საათებში პარმას ჯუზეპე პეცელას ტრანსფერზე გააქტიურდა, რაც ფრაბოტას ლა დეას რიგებში ხილვას ფაქტობრივად გამორიცხავს.

პარმას სერია ბ-ში დაქვეითების შემდეგ, 23 წლის ფეხბურთელი გაფორმება საკმაოდ დაბალ ფასად არის შესაძლეველი და ბერგამოელებს გოსენსის დუბლიორის სანაცვლოდ დიდი თანხის დახარჯვა არ სურთ.

იუვენტუსს კი ფრაბოტას მსურველის ძებნა მოუწევს, რადგან ლუკა პელეგრინის დაბრუნების შემდეგ მისი ადგილი გუნდში აღარ არის.