Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფრანგული მედია: რონალდუს დრო იუვენტუსში ამოიწურა

ფრანგული მედიის ინფორამციით, კრიშტიანუ რონალდუმ იუვენტუსის მაისურით ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა და ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ტურინს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

რონალდუს კონტრაქტი იუვენტუსთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ის წლიურად ხელფასის სახით 31 მილიონ ევროს იღებს, რაც დღევანდელი ფინანსური სიტუაციის გათვალისწინებით ბიანკონერის მძიმე ტვირთად აწევს, ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ ალეგრი ფეხბურთელის დიდი მოყვარული არ არის და მისი წასვლის წინააღმდეგი არ არის.

რამდენიმე წყარომ უკვე დაადასტურა, რომ ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში კულისებს მიღმა მოქმედებს და ფეხბურთელისთვის ახალი გუნდის ძიებაშია, მაგრამ ამ მომენტისთვის ერთადერთ რეალურ ვარიანტად, თუ რონალდუმ ტურინი საბოლოოდ დატოვა, პსჟ მოიაზრება.