Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფრიდკინი:“ ბედნიერი ვარ, რომ გუნდს მოურინიო ხელმძღვანელობს“

რომას მფლობელის დენ ფრიდკინის თქმით, ის გუნდში ჟოზე მოურინიოს მისვლით ძალიან ბედნიერია.

ჯალოროსის პრეზიდენტი ECA-ს (ევროპული კლუბების ასოციაცია) ყრილობას ესწრებოდა, რომლის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებზე საუბარი არ ისურვა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს შესახებ რამდენიმე სიტყვა მაინც თქვა.

„ჟოზე მოურინიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ჩვენ ვამაყობთ, რომ ჯალოროსის ასეთი დონის სპეციალისტი ხელმძღვანელობს. ის ჩვენი ამბიციების კიდევ ერთი დასტურია.“

2 ტურის შემდეგ რომა სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზე იმყოფება და მას მხოლოდ ლაციო უსწრებს, რომელსაც უკეთესი ბურთების სხვაობა აქვს.