Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფრიდკინი:“ საჩემპიონო გუნდს ერთ დღეში ვერ ავაშენებთ“

რომას ახალმა მფლობელმა გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რომას დიდ ოჯახში ფეხის შემოდგმა ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, თუმცა ამავდროულად ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მივიღეთ, რადგან ჯალოროსი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და ჩვენ ვალდებულები ვართ, გუნდი უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ. წინ ძალიან დიდი და დამღლელი სამუშაო გველოდება, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

„ჩემთვის რომა ბიზნესი არ არის. ჩემთვის ეს გუნდი ერთგვარი ვნებაა, რომელსაც დიდი პროფესიონალიზმით, დისციპლინით და თავდადებით გავუძღვებით. მე ამ გუნდის, ქალაქის და  ქვეყნის მიმართ უდიდესი სიყვარული მაკავშირებს, ამიტომ ამ შემთხვევაში ბიზნესი მეორეხარისხოვანია.

„იტალიურ ფეხბურთს ძალიან დიდი ისტორია აქვს. ჩვენ გვსურს, რომ სხვა გუნდებთან ერთად, ის დიდებული ჩემპიონატი დავაბრუნოთ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოში საუკეთესო იყო.

„იტალიური ფეხბურთის წარმომადგენლებს მუშაობა მოგვიწევს, რომ პრემიერ ლიგას კონკურენცია გავუწიოთ, თუმცა არ არსებობს არც ერთი მიზეზი, რის გამოც სერია ა მსოფლიოში საუკეთესო არ უნდა იყოს.

„თუმცა ამის გაკეთება ახალი სტადიონის გარეშე წარმოუდგენელი იქნება და ჩვენ ქალაქის მერიასთან უკვე ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ რომა სულ მალე ახალ, თანამედროვე სტადიონზე იასპარეზებს.

„გუიდო ფიენგასთან  ერთად, ჩვენ გუნდის გაძლიერებას ვაპირებთ და გვსურს, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, თუმცა ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საჩემპიონო გუნდს ერთ დღეში ვერ ავაშენებთ, წინ გრძელი და დამღლელი პროცესი გველოდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *