Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფრიდკინი ძანიოლოს ახალ კონტრაქტს უმზადებს

დენ ფრიდკინის მოთხოვნით, რომა ნიკოლო ძანიოლოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდა იტალიელმა ფეხბურთელმა ზედიზედ 2 ურთულესი ტრავმა გადაიტანა და ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადის, გუნდის ახალი მფლობელი დარწმუნებულია, რომ ძანიოლო თავისი პოტენციალის გამოვლებას მაინც მოახერხებს.

21 წლის ფეხბურთელს, რომელიც ტრავმის გამო მინიმუმ მარტამდე იუქმებს, მიმდინარე კონტრაქტი ჯალოროსისთან 2024 წელს ეწურება, ფრიდკინი კი მას გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას შესთავაზებს, რომელსაც ძალა 2025 წლამდე ექნება.