Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ქომაგების 50 პროცენტს მომდევნო სეზონში მხოლოდ იუვენტუსი მიიღებს…

იტალიის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ სერია ა-ს გუნდებს მატჩებზე ქომაგების 50 პროცენტის დასწრების უფლება მისცა, თუმცა ამ კანონით სრულად მხოლოდ იუვენტუსი ისარგებლებს.

უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით, ქომაგებს შორის დაშორება მინიმუმ ერთი მეტრი უნდა იყოს, ასეთი დისტანცია კი ძველებურ სტადიონებზე გათვალისწინებული არ არის.

მაგალითისთვის, მილანის და ინტერის სან სიროზე ქომაგებს შორის დაშორება 2 სკამი იქნება, რაც სტადიონზე დასწრებული ქომაგების რაოდენობას 50 პროცენტიდან 33 პროცენტამდე შეამცირებს.

ერთადერთი სტადიონი იტალიაში, რომელსაც 50 პროცენტის სრულად მიღება შეეძლება, ტურინის იუვენტუსი იქნება, რადგან მათი თანამედროვე სტადიონი სტანდარტებს აკმაყოფილებს და ერთი სკამის გამოტოვებით დაშორება რეკომენდირებული ერთი მეტრია.