Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შალკე და მილანი შეთანხმებასთან ახლოს არიან

მალდინი და მასარა სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური მცველის ძებნას განაგრძობენ და არ არის გამორიცხული, რომ იპოვეს კიდეც.

ბოლო პერიოდში მილანს შალკეს უკანახაზელი, მატია ნასტასიჩი არაერთხელ დაუკავშირეს და Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, შალკე მილანის შეთავაზებულ ფორმულას დასთანხმდა. გერმანული გუნდი მზად არის, ფეხბურთელი იჯარის წესით გაუშვას, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა მხარეები ჯერჯერობით სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ.

სატრანსფერო ფანჯარა 5 ოქტომბერს მთავრდება და მილანს ტრანსფერის დახურვა უმოკლეს დროში მოუწევს.