Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შაჩირის ლაციოში თამაში სურს…

ლივერპულის შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ჯერდან შაჩირიმ დაადასტურა, რომ მას ინგლისის დატოვება სურს და იტალიაში, კონკრეტულად კი ლაციოში გადასვლა უნდა.

„მე ლივერპულს უკვე ვუთხარი, რომ ახალი გამოწვევები მსურს და მათ ჩემი გადაწყვეტილება მიიღეს, ახლა კი დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებები წამოიწყება. ლივერპული მე ხელს არ შემიშლის.

„იტალიაში დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი და ლაციოს რიგებში თამაშზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი…“