Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შევროლე მანჩესტერს რონალდუს გაფორმებაში დაეხმარება ?

Daily Mail-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის მაისურის სპონსორი და სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია, შევროლე მზად არის წითელ ეშმაკებს კრიშტიანუ რონალდუს გაფორმებაში დაეხმაროს.

კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერში 2009 წლამდე თამაშობდა. მან წითელი ეშმაკების რიგებში 292 მატჩი ჩაატარა, 118 გოლი გაიტანა და 3 პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგის და პირველი Ballon d’Or-ის მოგება მოახერხა.

მას შემდეგ, რაც რონალდუ იუვენტუსში გადავიდა, გუნდის ცნობადობა მსოფლიოში 30 პროცენტამდე გაიზარდა და სწორედ ამიტომ, შევროლეს მანჩესტერში მისი ხილვა სურს.

რონალდუ, რომელიც სეზონში 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თებერვალში 36 წლის ხდება და არ არის გამორიცხული, რომ შესაბამისი წინადადების შემთხვევაში იუვენტუსმა მისი გაყიდვა გადაწყვიტოს.