Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შევჩენკომ მილანის, სერია ა-ს, პირლოს და სხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა

ანდრეი შევჩენკო კარლო ანჩელოტის ლეგენდარული მილანის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო. იმ გუნდის ბევრი ფეხბურთელი ახლა სხვადასხვა გუნდებში მთავარი მწვრთნელის პოზიციას იკავებს.

„ველოდებოდი თუ არა, რომ ჩემი თანაგუნდელები მომავალში მწვრთნელები გახდებოდნენ? წინასწარ ასეთ რამეზე ფიქრი ალბათ შეუძლებელია, თუმცა იმ მილანში ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, რომელსაც თამაშის წაკითხვა იდეალურად შეეძლოთ.

„იბრას მილანში დარჩენა? ჩემი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ასაკის მიუხედავად, მას ჯერ კიდევ შეუძლია გუნდს ბევრი რამ მისცეს, მისი გამოცდილება და მოტივაცია მილანზე კარგად მოქმედებს, ამიტომ როსონერის იბრა სჭირდებოდა.

„ტონალი? ჩემი გადმოსახედიდან, ის უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ყველაფერს დრო გვაჩვენებს. როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელი მილანის ან სხვა დიდი გუნდის მაისურს იცვამს, მასზე ძალიან დიდი ზეწოლა მოდის, ამიტომ წინასწარ საუბარი ძნელია.

„პირლოს იუვენტუსში დანიშვნა ძალიან გამიხარდა. მე და ანდრეა ძალიან ახლო მეგობრები ვართ. დარწმუნებული ვარ, ის სამწვრთნელო კარიერაშიც მიაღწევს წარმატებებს.“

ვან გაალმა თქვა, რომ გამორჩეული ფეხბურთელები კარგი მწვრთნელები ვერ ხვდებიან.

„შესაძლოა, ეს მოსაზრება წარსულში მართალი იყო, თუმცა ბოლო 20 წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ზიდანის, გუარდიოლას და გატუზოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ასე აღარ არის.

„სკუდეტოს ფავორიტი მომავალ სეზონში? ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება, წინ ძალიან დაძაბული წელი გველოდება. მიუხედავად იმისა, რომ პირლო გამოუცდელია, იუვენტუსის ჩამოწერა არ შეიძლება, ლაციო,ნაპოლი და ატალანტაც ბოლომდე იბრძოლებენ, თუმცა იუვეს მთავარი კონკურენტი ინტერი იქნება.

„სკუდეტოსთვის ბრძოლა მილანისთვის ჯერჯერობით ალბათ ადრეა, მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა უნდა იყოს.

„მესი? ლეო ფეხბურთის ღმერთია, თუმცა წლები არც მას ინდობს და ბოლო 2 წელი ბარსას შედეგები ისეთივე მაღალ დონეზე აღარ არის. ვფიქრობ, ამ სეზონის შემდეგ ბარსას ახალი გუნდის აშენება მოუწევს, რაც ადვილი არ იქნება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.