Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შევჩენკოს ჯენოა მილანის ფეხბურთელით ინტერესდება

ცოტა ხნის წინ ჯენოამ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო დანიშნა და გენუელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურობას გეგმავენ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯენოას ახალი მფლობელები 777 Partners-ი ზამთარში სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ სოლიდური თანხის დახარჯვას აპირებენ და შევჩენკოს თხოვნით, მათი ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე მილანის ვინგერი სამუ კასტილეხო იქნება.

სამუ კასტილეხო უკვე დიდი ხანია, რაც მილანის გეგმებში აღარ შედის და როსონერი ესპანელ ფეხბურთელს სიამოვნებით გაასხვისებს. მალდინი-მასარას დუეტს კასტილეხოს სანაცვლოდ 7-8 მილიონის მიღება სურდათ, Calciomercato-ს ცნობით კი ჯენოას მისი იჯარით გაფორმება სურს, სეზონის ბოლოს გამოსყიდვის პერსპექტივით.