Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შევჩენკო:“ მილანი დაბრუნდა!“

ანდრეი შევჩენკომ პაოლო მალდინის სამუშაო მოუწონა და სხვადასხვა საინტერეშო თემებზე ისაუბრა.

რამდენიმე საათში რინო გატუზო სან სიროზე მილანს დაუპირისპირდება.

„ჩემი აზრით, რინო თვის გრძნობებს გააკონტროლებს. მილანი მისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, კარიერის ძალიან დიდი ნაწილია, მაგრამ ჩვენ ყველას საკუთარი გზა გვაქვს.

„მალდინი ? პაოლო დიდებულ საქმეს აკეთებს ისევე, როგორც მილანის სხვა წევრები. გუნდს კარგი პროექტი აქვს, ისინი ერთიანები არიან, მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ადრე თუ გვიან როსონერი შედეგს დადებდა. მილანმა ამბიციები უნდა შეინარჩუნოს.

„მანჩესტერში ნაჩვენებმა თამაშმა მე არ გამაკვირვა და არც ის მაკვირვებს, რასაც როსონერი იტალიაში აკეთებს.

„მათ ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლის შესანიშნავი შანსი აქვთ, რადგან ძალიან მშვიდი და მომზადებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

„მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია, მაგრამ მილანი თითოეულ თამაშს ამაყი და თავ-აწეული ატარებს. ინგლისურმა მედიამ მათზე კარგად ისაუბრა, რაც მარტივი არ არის. მილანისგან ევროპაში ყველა ასეთ თამაშს ელოდება და კარგია, რომ როსონერი დაბრუნდა.

„ზლატანი ნაკრებში ? თუ  ის დაბრუნდა, ეს ევროპული ფეხბურთისთვის კარგი იქნება.“

გათიშვა