Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შევჩენკო:“ მილანს ჟირუ ძაიან გამოადგება“

მილანის ყოფილმა ფორვარდმა ანდრეი შევჩენკომ ოლივიე ჟირუს მილანში ტრანსფერი შეაფასა.

ფრანგი ფეხბურთელის როსონერიში ტრანსფერი სავარაუდოდ მომდევნო კვირის სტარტზე გაოფიციალურდება და მის სანაცვლოდ მილანს ბონუსების ჩათვლით 2 მილიონის გადახდა მოუწევს.

„ჟირუ არის ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მე მას კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. მართალია ის უკვე ახალგაზრდა აღარ არის, მაგრამ ჟირუს შეუძლია მილანში იბრას ეფექტი გაიმეოროს და თავისი გამოცდილება ახალგაზრდა ფეხბურთელებს გადასცეს.“