Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შევჩენკო:“ სკუდეტოს მოგება შეგვიძლია“

მილანის ლეგენდის, ანდრეი შევჩენკოს აზრით, გუნდს სკუდეტოს მოგება შეუძლია.

„სეზონი ახლახანს დაიწყო და ჯერ გუნდებს ძალიან გრძელი გზა აქვთ გასავლელი, თუმცა პიოლიმ მოახერხა და გასული სეზონი ძალიან კარგად დაასრულა, მიმდინარე კი უფრო უკეთ დაიწყო. ახლა მთავარია, რომ მათ გარანტირებულად არაფერი მიიღონ და ყველა მატჩში ბოლომდე დაიხარჯონ.

„მილანი ორკესტრივით არის, ყველამ თავისი საქმე იცის და თითოეული მათგანი შესანიშნავად ართმევს თავს, იბრა მათ მოედანზე ხელმძღვანელობს, პიოლი კი კულისებს მიღმა. მწვრთნელსა და ზლატანს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა და ეს იგრძნობა კიდეც.“