Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შევჩენკო შესაძლოა ჯენოადან გაუშვან

იტალიური მედიის ინფორამციით, ჯენოამ გუნდიდან უკრაინელი თავკაცის ანდრეი შევჩენკოს გაშვებაზე ფიქრი დაიწყო.

როსობლუმ გუშინ სახლში სპეციასთან წააგო და სატურნირო ცხრილის მე-19 პოზიციაზე იმყოფება.

შევჩენკომ ჯენოა ნოემბერში ჩაიბარა და მას შემდეგ გენუელებმა მხოლოდ 3 ქულის აღება მოახერხეს, რითიც გუნდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა და ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მის გაშვებას სერიოზულად განიხილავენ.