შემდეგი სეზონი 12 სექტემბერს დაიწყება

მომავალ კვირას კალჩოს წარმომადგენლები და გუნდების მესვეურები შეხვდებიან და მომდევნო სეზონის სტარტის თარიღს განიხილავენ.

გავრცელებული ინფორმაციით,მხარეები აქამდე ნავარაუდებ თარიღს – 12 სექტემბერს მხარს დაუჭერენ.


ეს საკითხი იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ უეფასთანაც უნდა განიხილოს,რომ ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის კალენდარმა შიდა ჩემპიონატს ხელი არ შეუშალოს.

მხარეებს ასევე იჯარის წესით მოთამაშე ფეხბურთელებზე მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება.ასეთი ხელშეკრულების უმეტესობა ძალას 30 ივნისს კარგავს,თუმცა სეზონის დასრულებამდე ჯერ 12 ტურია დარჩენილი და გუნდები ფეხბურთელების გასაშვებად მზად არ არიან.

სავარაუდოდ,ყველა იჯარით მოთამაშე ფეხბურთელს კონტრაქტი ავტომატურად 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივდებათ,ანაზღაურება კი იგივე დარჩება.

Leave a Reply

Your email address will not be published.