Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შემროკ როვერსის მწვრთნელი:“ ჩვენ მილანისთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია“

შემროკ როვერსის მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ბრედლიმ პრესკონფერენცია გამართა და მილანთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, წინ უმძიმესი თამაში გველოდება, თუმცა ჩვენ მოედანზე მომზადებულები გავალთ და თამაშის მოგებას შევეცდებით ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით.

„ვიცით, რომ ჩვენს წინააღმდეგ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იქნება, თუმცა მოედანზე დამარცხებულები გასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ მილანს პრობლემები შევუქმნათ.

„როგორც წესი, ჩვენ მატჩში დომინაცია და ბურთის კონტროლი გვიყვარს, თუმცა უნდა გვესმოდეს, თუ ვის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ჩვენი მთავარი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლა იქნება, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.