Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შესნი:“იუვენტუსის მაისურით თამაშს დამსახურება სჭირდება“

იუვენტუსის კარის დარაჯმა და მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ვოიცეხ შესნიმ რომასთან მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ასეთ მნიშვნელოვან მატჩში, ასეთ მნიშვნელოვან დროს 11-მეტრიანის მოგერიება შესანიშნავი გრძნობაა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ როდესაც ცრუ მოძრაობა გავაკეთე, ეს ძალიან ადრე იყო და გამიმართლა.

„ჩვენ ნელ-ნელა ვუმატებთ და იმ დონეზე ავდივართ, რაც იუვენტუსს ეკადრება, მაგრამ ჯერჯერობით იუვეს DNA და პერსონალობა მაინც გვაკლია. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შესანიშნავი მახასიათებლები აქვთ, მაგრამ მათ უნდა მივცეთ დრო, რომ იუვეს მაისურის ზეწოლას შეეჩვიონ.

„რას ვგულისხმობ იუვეს DNA-ში ? ბრძოლის და გამარჯვების სურვილი, სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობა. ამ სეზონში არაერთი კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ იუვენტუსი ყოველთვის მაღალ დონეზე უნდა თამაშობდეს.

„გვჯერა თუ არა, რომ ოთხეულში შესვლას მოვახერხებთ ? თუ იუვენტუსში არის ისეთი ვონმე, ვისაც ამის არ სწამს, ის შავ-თეთრ მაისურს არ იმსახურებს და მატჩებს სახლიდან უნდა უყუროს. რთული სეზონის მიუხედავად, ჩვენ იუვენტუსი ვართ.“