Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შესნიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

იუვენტუსი ვოიცეხ შესნის გაყიდვას და მის ნაცვლად ჯიჯო დონარუმას გაფორმებას ცდილობს, თუმცა პოლონელი კიპერის ცნობით, არც იუვენტუსთან და არც რომელიმე სხვა გუნდთან მისი ტრანსფერის შესახებ არ უსაუბრია.

„ვიცი, რომ მედიაში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ შევეცდები, რომ კითხვას ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გავცე.

„მე არც იუვენტუსთან და არც რომელიმე სხვა გუნდთან შესაძლო ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ, რადგან სალაპარაკო არაფერია.

„იუვენტუსის სატრანსფერო სტრატეგიაზე არაფერი ვიცი, თუმცა გუნდს ჩემი გაშვების სურვილი არ გამოუთქვამს.“