Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შესნის ინგლისში მსურველები ჰყავს

იუვენტუსი ჯიჯო დონარუმას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს, თუმცა ამისთვის ბიანკონერის ვოიცეხ შესნის გაყიდვა სჭირდება და გუნდი ამაზე უკვე მუშაობს.

Corriere di Torino-ს ინფორმაციით, პოლონელი კარის დარაჯით რამდენიმე ინგლისური გუნდი ინტერესდება, მათ შორის კი ყველაზე მეტად შესნის ყოფილი გუნდი არსენალი აქტიურობს და იუვენტუსს შეთავაზებას უმზადებს.

იუვენტუსი მზად არის 31 წლის ფეხბურთელი დაახლოებით 15 მილიონ ევროდ გაყიდოს, რაც ფეხბურთელისთვის გადასახდელ 6.5 მილიონ ევროს დააზოგინებს და დონარუმას მოთხოვნილი ხელფასის გადახდას გაუადვილებს.

გათიშვა