Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შესნის მსურველები გამოუჩნდნენ

იუვენტუსი ჯიჯო დონარუმას უფასოდ დამატების იმედს არ კარგავს, თუმცა ამისთვის პირველ რიგში გუნდმა შესნის გასხვისება უნდა მოახერხოს, რომელსაც მაღალი ხელფასის გამო არც თუ ისე ბევრი მსურველი ჰყავს.

თუმცა, Tuttosport-ის ცნობით, პოლონელი კარის დარაჯის ტრანსფერით ბოლო დღეებში რომა და ტოტენჰემი ინტერესდებიან.

წყაროს ინფორმაციით, ჯალოროსი მზად არის ტურინელებს შესნის სანაცვლოდ ალესანდრო ფლორენცი შესთავაზონ, ტოტენჰემი კი 31 წლის კიპერის სამსახურში 12 მილიონ ევროს იხდის.

გათიშვა