Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შესნის მსურველი პრემიერ ლიგაში გამოუჩნდა

ბოლო პერიოდში იუვენტუსიდან ვოიცეხ შესნის წასვლის და მის ნაცვლად ბიანკონერის რიგებში ჯიჯო დონარუმას მისვლის შესახებ ცნობები აქტუალურობას არ კარგავს.

პოლონელი ფეხბურთელი საკმაოდ არასტაბილურად ასპარეზობს და მისი შეცდომების გამო იუვემ არაერთი მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორმაციით, შესნის გაფორმების სურვილი უკვე ტოტენჰემმა დააფიქსირა და მზად არის, ზაფხულში იუვენტუსთან მოლაპარაკებები წამოიწყოს, თუმცა ამისთვის ჯერ ბიანკონერიმ რაიოლასთან დონარუმას ტრანსფერი უნდა შეათანხმოს, რომელიც დღეს ტურინში იმყოფებოდა და იუვესთან დიდი ალბათობით ჯიჯოს თაობაზე მოლაპარაკებები გამართა.