Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შესნი:“ ალეგრისთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს“

ვოცეხ შესნიმ იუვენტუსიდან წასვლის შესახებ ხმები კიდევ ერთხელ უარყო და მაქს ალეგრის შესახებ ისაუბრა.

„მაქს ალეგრისთან მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ის მე როგორც ფეხბურთელს და როგორც ადამიანს მაფასებს და ვიცი, რომ მაქსისთვის ფეხბურთელში ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, ქცევაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„პირლო ? ჩემი აზრით, ანდრეა პირლო უკვე ძალიან კარგი მწვრთნელია და მისი გაწეული სამსახურო მომდევნო სეზონში აუცილებლად დაგვეხმარება, მე მისგან ბევრი ვისწავლე, თუმცა ვფიქრობ, რომ ალეგრი არის მწვრთნელი, რომელიც გუნდს კარგად იცნობს, აქვს უდიდესი გამოცდილება და არის გამარჯვებული, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს.“