Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შესნი:“ გუნდებს შორის სხვაობა კარგად გამოჩნდა“

იუვენტუსის კარის დარაჯმა ვოიცეხ შესნიმ კომენტარი გააკეთა.

„სამწუხაროდ დღეს გუნდებს შორის სხვაობა კარგად გამოჩნდა. ჩელსის ამ მომენტისთვის ევროპაში საუკეთესო გუნდი ჰყავს და დღეს ჩვენ მათ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ, რაც ძალიან მტკივნეულია.

„ახლა ეს რთული მარცხი უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ, რადგან წინ ატალანტასთან კდიევ ერთი მნიშნელოვანი მატჩი გველოდება, რომელში გამარჯვებაც ახლა ორმაგად მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ საჭირო ბალანსი ვიპოვნეთ. დღევანდელ მატჩში მეტოქემ აშკარად გვაჯობა, მაგრამ გასულ ტურებში იუვენტუსმა კარგი თამაში აჩვენა და იმედი მაქვს, რომ ატალანტას წინააღმდეგ საჭირო ქულების მოპოვებას შევძლებთ.“