Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შესნი:“ იუვემ ჩემს გამო 5 ქულა დაკარგა“

ვოიცეხ შესნიმ ტორინოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და აღიარა, რომ მისი შეცდომები ტურინელებს გასულ ტურებში 5 ქულა დაუჯდათ.

„ჩვენ ჩელსისთან მატჩში რეალური იუვენტუსი დავინახეთ. ჩვენ ვიცით, რომ სეზონი არც თუ ისე კარგად დავიწყეთ, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ იუვენტუსს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ სკუდეტოსთვის ბრძოლაში აუცილებლად დავბრუნდებით.

„კრიტიკა ჩემს მიმართ ? მე ვიცი, რომ ჩემი შეცდომების გამო გუნდმა 5 ქულა დაკარგა, მაგრამ ასეთ რთულ მომენტებშ მე ჩემი თანაგუნდელების და მწვრთნელის მხარდაჭერის იმედი მაქვს, რომელსაც ყოველთვის ვიღებ და მზად ვარ, შეცდომები გამოვასწორო.“