Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შესნი იუვენტუსში ბოლო სეზონს ატარებს ?

იტალიურ მედიაში იუვენტუსის ინტერესის შესახებ ჯიჯო დონარუმას მიმართ ცნობები სულ უფრო ინტენსიური ხდება და დონარუმას იუვეში ტრანსფერი ვოიცეხ შესნი გუნდიდან წასვლას ნიშნავს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა შესნის მსურველების ძიება უკვე დაიწყო და მზად არის პოლონელი კარის დარაჯი 15-20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.

შესნი ბიანკონერის რიგებში სეზონში ხელფასის სახით დაახლოებით 6-6.5 მილიონ ევროს იღებს, რაც იუვეს დონარუმას გაფორმებაში ხელს უშლის და მისი გუნდიდან გაშვების გარეშე ბიანკონერი ჯიჯოს ტრანსფერს ვერ განახოციელებს.