Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შესნი:“ კრიტიკოსებს ყურადღებას არ ვაქცევ…“

იუვენტუსის და პოლონეთის ნაკრების კარის დარაჯის ვოიცეხ შესნის თქმით, ის კრიტიკოსებს და მათ სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს და მხოლოდ საკუთარ თამაშზეა კონცენტრირებული.

შესნიმ უდინეზესთან მატჩი 2 უპაიტებელი შეცდომა დაუშვა, რის გამოც იუვენტუსმა 2 ქულა დაკარგა და ამის გამო 31 წლის კარის დარაჯის მიმართ დიდი კრიტიკა გაისმა.

„ჩემი ერთ-ერთი უდიდესი პლიუსი არის ის, რომ სხვა ადამიანების ქებას თუ კრიტიკას ყურადღებას არ ვაქცევ და მე მხოლოდ ჩემს თამაშზე ვარ კონცენტრირებული.

„როგორც ყოველთვის, ხალხი ან ძალიან გაქებს, ან ზედმეტად გაკრიტიკებს, ეს კი ფეხბურთელისთვის მარტივი მოსასმენი არ არის, ამიტომ ჯობია, რომ სხვისი აზრი საერთოდ დააიგნორო.

„მე კონცენტრირებული ყოველთვის მომდევნო მატჩზე ვარ და წარსულში დაშვებულ შეცდომებს ხელის შეშლის საშუალებას არ მივცემ.“