Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შესნი:“ სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“

ვოიცეხ შესნიმ კალიარისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან მძიმე კვირა გვქონდა, რადგან ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვა მარტივი გადასატანი არ იყო და დღეს იუვენტუსს ძლიერი რეაგირება უნდა მოეხდინა. ჩვენ მოვუგეთ გუნდს, რომელიც ბოლო პერიოდში კარგად ასპარეზობს და მნიშნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ.

„ახლა, როდესაც ჩვენ ჩემპიონთა ლიგა დავროვეთ, მატჩებისთვის მოსამზადებლად და დასასვენებლად უფრო მეტი დრო გვაქვს და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

„გულშემატკივრები ? მათი მხრიდან წამოსული ენერგია ფეხბურთში ყველაზე ლამაზი რამ არის და ერთი სული გვაქვს, თუ როდის მოახერხებენ გულშემატკივრები მოედანზე დაბრუნებას.“