Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შესნი:“ ჩვენ დიდებული დაცვის წყალობით მოვიგეთ“

იუვენტუსის კარის დარაჯმა ვოიცეხ შესნიმ ჩელსისთან მატჩზე ისაუბრა.

„პირველი წუთები გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვემ ჩელსის, ევროპის ჩემპიონს და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს საგოლე მომენტების შექმნის საშუალება არ მივეცით.

„ჩვენ დღეს ძლიერი ხასიათის, მებრძოლი სულის და დიდებული დაცვის წყალობით გავიმარჯვეთ. ჩვენ მათ ბურთი დავუთმეთ, მაგრამ სივრცეებს არ ვუტოვებდით და მათი შეტევები ხიფათს ვერ გვიქმნიდნენ.

„იუვენტუსმა დღეს ყველას დაანახა, რომ ცუდი სტარტის მიუხედავად ჩვენი ჩამოწერა დიდი შეცდომაა.“