Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შირამ ინსინიეს ტოტენჰემში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბოლო დღეების განმავლობაში იტალიურ და ინგლისურ მედიაში ნაპოლის კაპიტნის ლორენცო ინსინიეს ტოტენჰემში შესაძლო ტრანსფერის თაობაზე არაერთმა წყარომ ისაუბრა, თუმცა როგორც ჩანს ეს მორიგი ჭორი აღმოჩნდა.

ცბნოილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორამციით, ტოტენჰემსა და ინსინიეს აგენტს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ მიდის და ლორენცო ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის, ამიტომ მისი ხილვა ლონდონურ გუნდში ფაქტობრივად გამორიცხულია.