Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შირამ ლოკატელის სიტუაციაზე ისაუბრა…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლომდე მანუელ ლოკატელის იუვენტუსში ტრანსფერი საბოლოოდ დაიხურება.

წყაროს ცნობით, ნეროვერდის ფეხბურთელის სურვილის ასრულება და მისი იუვენტუსში გაშვება სურს, ამიტომ მზად არის თავდაპირველად მოთხოვნილი 40 მილიონი 35 მილიონამდე შეამციროს.

იუვენტუსი კი აქამდე შეთავაზებულ 30 მილიონს მომდევნო შეხვედრაზე გაზრდის და ლოკატელის 2-წლიანი იჯარით გაიფორმებს, მისი გამოსყიდვის ვალდებულებით, საერთ ჯამში კი სასუოლოს 35 მილიონს გადაუხდის.

მხარეებს შორის შეხვედრა ხუთშაბათს ან პარასკევს გაიმართება და ხანგრძლივი მოლაპარაკებები ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება.