Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შირამ რაფაელ ლეაოს კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა

მილანის გუნდის ლიდერებთან ახალი კონტრაქტების თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და როგორც ჩანს, შემდეგი ფეხბურთელი, რომელსაც გუნდი ხელშეკრლებას გაუხანგრძლივებს, რაფაელ ლეაო იქნება.

პორტუგალიელ ფეხბურთელს გუნდთან მიმდინარე კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და როსონერის ხელმძღვანელობა მასთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე უკვე დიდი ხანია მუშაობს.

ნიკოლო შირას ცნობით, მხარეები კონტრაქტის ბოლო დეტალებს განიხილავენ, რომლის გაფორმების შემდეგაც ლეაო მილანთან 2026 წლის ზაფხულამდე იქნება დაკავშირებული, მისი წლიური გასამრჯელო კი ბონუსების ჩათვლით 4.5 მილიონი იქნება.