Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შირა:“ დორტმუნდი იუვეს ოფიციალურ წინადადებას უმზადებს…“

რამდენიმე საათის წინ მოგახსენეთ, რომ იუვენტუსის თურქი უკანახაზელის მერიჰ დემირალის ტრანსფერით ატალანტას გარდა დორტმუნდიც ინტერესდებოდა.

ამ საკითხზე კომენტარი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო შირამ გააკეთა.

„იუვენტუსი დემირალის გაყიდვით ძალიან დიდ კაპიტალის ზრდას მიიღებს. ბიანკონერი თურქი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35-40 მილიონს ითხოვს და ის მსურველების ნაკლებობას არ განიცდის.

„დორტმუნდი დემირალს კონტრაქტის 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმებას სთავაზობს, იუვენტუსს კი პირველი წინადადებით 30 მილიონ ევროს შესთავაზებს, რომელზეც სავარაუდოდ უარს მიიღებს.

„ცოტა ხნის წინ დემირალის კონტრაქტში არსებულ პუნქტს, რომლის მიხედვითაც იუვეს ფეხბურთელის გაყიდვიდან გარკვეული თანხა მისი ყოფილი გუნდისთვის სასუოლოსთვის უნდა გადაეხადა, ვადა გაუვიდა და მიღებული თანხა სრულიად იუვეს დარჩება.“