Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შირა:“ იუვენტუსი და ლოკატელი შეთანხმდნენ“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორმაციით, იუვენტუსი და მანუელ ლოკატელი პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებულები არიან.

წყაროს ინფორმაციით, იტალიელი ნახევარმცველი ბიანკონერისთან ხელშეკრულებას 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, თუმცა იქამდე ტურინელებს სასუოლოს დარწმუნება მოუწევთ, რომ ნეროვერდიმ ფეხბურთელის ფასი შეამციროს.

შირას ცნობით, იუვენტუსი ლოკატელის სანაცვლოდ სასუოლოს რამდენიმე ახალგაზრდა ტალანტს, მათ შორის ნიკოლო როველას სთავაზობს და იმედი აქვს, რომ ლოკატელის 30 მილიონად დაიმატებს.