Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შირა: ჟირუსთვის პრიორიტეტი მილანია

ცნობილი იტალიეი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორმაციით, ოლივიე ჟირუს პრიორიტეტი მილანში ტრანსფერია და მისი აგენტი ჩელსისთან ერთად ამ საკითხზე უკვე მუშაობენ.

რამდენიმე დღის წინ ჩელსიმ ვეტერან ფორვარდს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, თუმცა როგორც ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, ლურჯები ფრანგ ფორვარდს ინგლისის საზღვრებს გარეთ უფასოდ გაუშვებდნენ და როგორც ჩანს, როსონერი მას უფასოდ დაიმატებს.

წყაროს ცნობით, ჟირუ მილანთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი წლიური გასამრჯელო კი ბონუსების დამატებით 4 მილიონი ევრო იქნება. ჟირუ, მისი აგენტი და მილანი ჩელსის მწვანე შუქის მოლოდინში არიან.