Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შკრინიარისთვის გამართულ რბოლას ტოტენჰემი ლიდერობს

მილან შკრინიარი რომ ნერაძურისთვის ხელშეუხებელი აღარ არის, ეს ახალი ამბავი არავისთვის არ არის და მისი შეძენის მსურველები დღითი დღე მატულობს.

იტალიური და ინგლისური მედიის მტკიცებით, სლოვაკი ფეხბურთელის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს ტოტენჰემია იმ ერთი მიზეზის გამო, რომ ანტონიო კონტეს ლონდონელთა შემადგენლობიდან ტანგუი ნდომბელეს გაფორმება სურს და გუნდები ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ.

კიდევ ერთი ლონდონური კლუბი, რომელიც შკრინიარის გაფორმებაზე პრეტენზიას აცხადებს, ჩელსია და გუნდები აქაც ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ. თუ ნდომბელეს ტრანსფერი არ გამოვიდა, ანტონიო კონტეს მის ნაცვლად თავის გუნდში ნ’გოლო კანტეს ხილვა სურს. მოკლედ რომ ვთქვათ, მილან შკრინიარი დიდი ალბათობით კონტეს 3-მცველიან სქემას შეეწირება და ნერაძური მის გამოყენებას სხვა ფეხბურთელის ტრანსფერში გეგმავს…

Leave a Reply

Your email address will not be published.