Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შკრინიარის და კანდრევას მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ

მილან შკრინიარი და ანტონიო კანდრევა,რომლებიც ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე გუნდის ლიდერებად მიიჩნეოდნენ,ბოლო პერიოდში სათადარიგოთა სკამზე უფრო ხშირად ხვდებიან, ვიდრე ძირითად შემადგენლობაში და არ არის გამორიცხული,რომ ნერაძური ორივე მათგანმა დატოვონ.

ანტონიო კონტე ბოლო პერიოდში ახალგაზრდა შკრინიარს უფრო გამოცდილ დიეგო გოდინს ამჯობინებს და არ არის გამორიცხული,რომ შკრინიარი ნერაძურიმ ტოტენჰემის ნახევარმცველის,ტანგუ ნდომბელეს ტრანსფერში გამოიყენოს.

კანდრევას რაც შეეხება,ის ანტონიო კონტესთვის მე-3 ოფციაა,დანილო დ’ამბროზიოსა და ვიქტორ მოზესის შემდეგ და აშრაფ ჰაკიმის გუნდში მისვლის შემდეგ მისი სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება.

ანტონიო კონტეს მომავალი მილანში ჯერ კიდევ გაურკვეველია,თუმცა თუ იტალიელი სპეციალისტი ნერაძურიში დარჩა,შკრინიარი და კანდრევა დიდი ალბათობით მილანს დატოვებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.