შკრინიარი არ იყიდება!

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით,ინტერი მილან შკრინიარს არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გაყიდის.

ნერაძურის ცენტრალური მცველი ინტერში 2017 წლიდან მივიდა და მას შემდეგ,გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.სლოვაკი ფეხბურთელი კონტეს 3-5-2 სისტემას იდეალურად მოერგო და იტალიელი სპეციალისტი მის გაყიდვას არც კი განიხილავს.

შკრინიარის შეძენის სურვილი მანჩესტერ სიტიმ,მანჩესტერ იუნაიტედმა,ლივერპულმა და მადრიდის რეალმა გამოთქვეს,თუმცა მათ სურვილს ახდენა არ უწერია.

25 წლის უკანახაზელს ინტერთან კონტრაქტი 2022-23 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს,მას გამოსასყიდი თანხა მითითებული არ აქვს.ბეპე მაროტამ უკვე განაცხადა,რომ გუნდი ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს მომავალ სეზონში გაუფორმებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.