Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შკრინიარი-ბროზოვიჩი კანტეს სანაცვლოდ

ონლაინ გამოცემა 90min.com-ის ინფორმაციით, ინტერი მზად არის ჩელსის ნ’გოლო კანტეს სანაცვლოდ მარსელო ბროზოვიჩი და მილან შკრინიარი შესთავაზოს.

კანტე, რომელიც ანტონიო კონტეს ფავორიტი მოთამაშეა, ჩელსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არის და სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ნ’გოლომ კონტეს გუნდში თამაშის სურვილი თავადაც დააფიქსირა.

ჩელსი კანტეს დაახლოებით 55-60 მილიონ ევროდ აფასებს. ლურჯები მილან შკრინიარის დამატების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოისურვებენ თუ არა ბროზოვიჩის ტრანსფერში ჩართვას.