Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შკრინიარი:“ ეს კონტეს ინტერია“

მილან შკრინიარმა განაცხადა, რომ თუ ინტერი სკუდეტოს მოიგებს, ის ამის აღსანიშნავად ტიტულის ტატუს გაიკეთებს.

„ეს გიჟური ინტერი აღარ არის, ეს კონტეს ინტერია, რომელმაც იცის, თუ რას აკეთებს.

„მიმდინარე სეზონში სერია ა ბევრად დაბალანსებულია და გვიხარია, რომ პირველ ადგილზე ვართ, თუმცა მოდუნების სუფლება არ გვაქვს და ასე უნდა გავაგრძელოთ.“

შკრინიარმა ატალანტას წინააღმდეგ ერთადერთი გოლი გაიტანა, თუმცა ინტერი ზედმედატ დაცვითი ფეხბურთის გამო გაარიტიკეს.

„ყველას ჩვენს თამაშს ვერ მოვაწონებთ, მაგრამ ამ ეტაპისთვის მთავარი გამარჯვებაა. ჩვენ მაშინაც კი, როდესაც ცუდად ვთამაშობთ, მატჩები უნდა მოვიგოთ.

„ჩვენი მთავარი დავალება ახლა ის არის, რომ შეხვედრებში შეცდომების რაოდენობა მაქსიმალურად შევამციროთ. თუ ინტერი სკუდეტოს მოიგებს, მე მის ტატუს გავიკეთებ.

„ეს იქნება მომენტი, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება.“

გათიშვა