Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შკრინიარი:“ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ 11-ქულიანი უპირატესოვა გვექნებოდა“

ინტერის უკანახაზელმა მილან შკრინიარმა გუნდის სეზონი შეაფასა და განაცხადა, რომ ჯერ დასრულებული არაფერი არ არის.

შკრინიარმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნერაძურის 11-მატჩიან მოგებათა სერიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

„ჩვენ ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ სერია ა-ს დასრულებამდე 8 ტურით ადრე 11-ქულიანი უპირატესობა გვექნებოდა, თუმცა ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ.

„გუნდი ყოველდღიურად ძალიან დიდი მონდომებით ვარჯიშობს და ჩვენ საგრძნობლად ვითარდებით.

„კონტე ყოველთვის გვეუბნება, რომ სატურნირო ცხრილის ყურებას თავი უნდა დავანებოთ და როგორც ვარჯიშებზე, ასევე მატჩებში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

„დაცვაში კარგი თამაშის საიდუმლო ? ეს მხოლოდ 3 მცველის დამსახურება არ არის, ჩვენ მთელი გუნდი ინტერის წარმატებისთვის ერთად ვიბრძვით და როდესაც საჭიროა, ჩვენ თავს ერთად ვიცავთ.

„ჩვენს მეტოქეებს კარში დარტყმაც კი უჭირთ, რაც ინტერის გუნდურობის დამსახურებაა და სამირ ჰანდანოვიჩი კი იმის გარანტია, რომ თუ ჩვენ შეცდომას დავუშვებთ, ის დიდი ალბათობით მას გამოასწორებს.

„ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ? ეს მენტალურად ძალიან რთული გადასატანი იყო, თუმცა საბოლოოდ ლიგიდან გამოვარდნამ უფრო გაგვაერთანა და ძალების დაზოგვის საშუალება მოგვცა.

„წინ 8 უმნიშვნელოვანესი თამაშია და სანამ მათემატიკური შანსი არსებობს იმისა, რომ მეტოქეები ჩვენს დაწევას მოახერხებენ, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ.“