Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შკრინიარი:“ თავს კარგად ვგრძნობ“

ვირუსის დადასტურების შემდეგ, მილან შკრინიარმა ინსტაგრამის მეშვეობით პირველი კომენტარი გააკეთა.

„ყველას დიდ მადლობას გიხდით ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის. იზოლაციაში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ.

„მომდევნო დღეებში ტესტები რეგულარულად ჩამიტარდება და იმედი მაქვს, რომ გუნდს ძალიან მალე დავუბრუნდები. Forza Inter.”

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ბასტონისა და შკრინიარის შემდეგ, ვირუსი ნაინგოლანს და გალიარდინისაც დაუდასტურდათ.