Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შკრინიარი:“ ინტერთან ერთად ტიტულების მოგებაზე ვოცნებობ”

მილან შკრინიარმა შახტართან მატჩის წინ სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

„მე ბავშვობიდან მინდოდა, რომ მამაჩემივით ფეხბურთელი ვყოფილიყავი. თავიდან მე თავდამსხმელი ვიყავი, წლების განმავლობაში კი ჯერ ნახევარმცველი, შემდეგ კი მცველი გავხდი.

„ინტერის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და უდინეში ნერაძურის კაპიტნის სამკლაურის კეთება ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და სიამაყის საბაბია.

„ჩემი ოცნებაა, რომ ინტერის მაისურით ტიტულები მოვიგო და გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით დგანან, ოცნება ავუხდინო.

„ვინ იყო ჩემი კუმირი ? ბრაზილიელი რონალდუ, მასზე ძლიერი ფეხბურთელი მე არასოდეს მინახავს.“

25 წლის ფეხბურთელს ინტერთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და არც გოლით და არც საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.