Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შკრინიარი ინტერისთვის კვლავ ხელშეუხებელი გახდა

ანტონიო კონტე მილან შკრინიარის გუნდიდან გაშვებას ზაფხულში არ აპირებს.

ანტონიო კონტეს გუნდში მისვლის შემდეგ მილან შკრინიარს იტალიელი სპეციალისტის 3-მცველიან სქემასთან შეგუება უჭირდა და ის გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბოლო პერიოდში მან ფორმა დაიბრუნა, ახალ ტაქტიკას ალღო აუღო და კვლავ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

25 წლის უკანახაზელმა სტეფან დე ვრეისა და ალესანდრო ბასტონისთან ერთად  საიმედო დაცვის ხაზი შექმნა და ინტერის წარმატებულ სვლაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.